განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ პატარები მერის ნაძვის ხესთან მიიპატიჟა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ პატარები მერის ნაძვის ხესთან მიიპატიჟა
კატეგორია:  სიახლე

   ტრადიციას არც ამჯერად უღალატა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ და ძველით საახალწლოდ პატარები მერის ნაძვის ხესთან მიიპატიჟა.

   პატარების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს ანიმაციურმა პერსონაჟებმა, განსაკუთრებული ჟრიამული კი სანტა კლაუსის გამოჩენას მოჰყვა. ლაპლანდიელი სტუმარი სამტრედიელ პატარებთან ერთად შესანიშნავად გაერთო და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

   დღის ცენტრ ,,ლამპარის" ბენეფიციარებთან და რეპატრიანტ მესხ პატარებთან ერთად დღეს საზეიმო ღონისძიებას შშმ ბავშვები და სახვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის არასრულწლოვნები, შსს და საგანგები სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა შვილები შეუერთდნენ.

   ,,დევანდელი დღე ტრადიციად ვაქციეთ. მართალია სამტრედიაში გაცილებით მეტი პატარა ცხოვრობს, მაგრამ აქ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ განსხვავებულ სპექტრზე. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ ოჯახებს, " განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

   ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ პატარებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 509