განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კახი კალაძის საჩუქარი სამტრედიელებს
RDRC.GE
კახი კალაძის საჩუქარი სამტრედიელებს
კატეგორია:  სიახლე

   კახი კალაძის საჩუქარი სამტრედიელებს-საახალწლო კონცერტი, უკვე ჯადოსნური სურვილების ასრულებასთან ასოცირდება.

   დღეს ქალაქში გამართული გრანდიოზული კონცერტის კულმინაცია ორი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების გადაცემა იყო.

   6 შვილიანი დიმიტრი ნადირაძისა და 5 შვილიანი პაატა ბუაძის ოჯახები კახი კალაძემ საკუთარი საცხოვრებლით დაასაჩუქრა. მათ სახლის გასაღები დღესვე გადასცეს.

   ,,2012 წლიდან ტრადიციად იქცა სამტრედიაში ძველით ახალ წელს შეკრება. მიხარია, რომ ეს ტრადიციად დამკვიდრდა. ჩვენს ქვეყანას და თითოეულ სამტრედიელს ვულოცავ შობა-ახალ წელს. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ," აღნიშნა მედიასთან საუბრისას კახი კალაძემ.

   კონცერტზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა ყველასთვის საყვარელი ჰიტები შეასრულეს და სამტრედიელებს ახალი წელი მიულოცეს.

   დღევანდელი საღამო გრანდიოზული და ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რემუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ მიქელაძე, გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 561