განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წლის შემაჯამებელი ღონისძიება დღის ცენტრ ,,ლამპარში"
RDRC.GE
წლის შემაჯამებელი ღონისძიება დღის ცენტრ ,,ლამპარში"
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, დღეს, შშმ ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლამპარში" წლის შემაჯამებელი ღონისძიება ,,ჩვენი ამბების ნაძვის ხე" გაიმართა.

   დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორმა, სოფიო კუპატაძემ პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრა 2019 წელს განხორციელებულ პროექტებზე და განსაკუთრებული ყურადღება სხვადასხვა სექტორის ჩართულობაზე გააკეთა. ,,ჩვენი გადადგმული ყოველი ნაბიჯი ემსახურება ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას. გამოვყოფ ოჯახისა და სკოლის მხარდაჭერას. ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. სწორედ დღის ცენტრში მუშავდება სასკოლო მზაობის პროგრამა. ცენტრის 16 ბენეციარიდან 14 სკოლის მოსწავლე," აღნიშნა სოფიო კუპატაძემ.

   პრეზენტაციაზე 2020 წლის გეგმებზეც გაკეთდა აქცენტი. აქ იგულისხმება პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, ბენეფიციართა პროფესიული და შრომითი უნარების მუდმივი შეფასება და მათი აქტიური ჩართულობა გასვლით და ინტეგრირებულ ღონისძიებებში.

   ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

   წლის საანგარიშო შეხვედრა დღის ცენტრის აღსაზრდელთა საზეიმო კონცერტით და საჩუქრების დარიგებით დასრულდა.

   მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" წარმომადგენლებმა პატარები ამჯერადაც გაახარეს და ბავშვებს თოვლის ბაბუასადმი მიწერილი სურვილები რეალობად უქციეს. საჩუქრებით თოვლის ბაბუა სწორედ მათ დახუნძლეს.

   ღონისძიებას ესწრებოდა განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ნამიჭეიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა დღის ცენტრის თანამშრომელთა თავდაუზოგავ შრომას.

   ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობის წერილები გადაეცათ.

   შეხვედრაზე განსაკუთრბული აქცენტი დღის ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობაზე გაკეთდა. მუნიციპალიტეტის მერია ,,ლამპარის" ერთგული პარტნიორია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 502