განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო
RDRC.GE
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ, 2020 წლის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   საბჭოს წევრებმა სხდომის დასაწყისში მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული შპს ,,ლამპარის" წერილი განიხილეს, რომელიც მერიასა და ზემოხსენებულ ორგანიზაციას შორის არსებულ მემორანდუმს ეხებოდა. შეთანხმების საფუძველზე, მერიამ 2015 წლის 10თებერვალს უზრუნველყო შშმ ბავშთა დღის ცენტრისთვის N1 ბაგა-ბაღის შენობაში არსებული ფართის უსარგებლო სარგებლობაში გადაცემა. საბჭომ იმსჯელა და ცენტრისთვის მემორანდუმის ვადას, კანონით გათვალისწინებულ ვადაში კვლავ გაახანგრძლივებს.

   საბჭოს სხდომაზე, 2019 წლის სოციალური პროგრამების შესახებ მოხსენება გააკეთა მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ლევან ახობაძემ. მან დეტალურად წარმოადგინა ყველა ის მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სოციალურ სამსახურს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 511