განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვდა
RDRC.GE
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, მოადგილე, დავით ბახტაძესთან და სოციალური სამსახურის უფროსთან, ლევან ახობაძესთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

   შეხვედრაზე ც ჰეპატიტის ინტეგრირებულ პროგრამასა და იმ რესპირატორულ ინფექციებზე გაკეთდა აქცენტი, რომელიც ამჟამად, მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საუბარი შეეხო მოსახლეობამდე ინფომაციის სწორ და დროულ მიწოდებას. ,,სახელმწიფო სოლიდურ თანხებს ხარჯავს ჯანდაცვის მიმართულებით, რათა მოსახლეობამ დროული და მაქსიმალური მომსახურება მიიღოს. მუნიციპალიტეტი ჩართულია ყველა იმ გამოწვევაში, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ გვინდა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ჩვენი თანადგომა. დღეს ც ჰეპატიტზე და ვირუსულ ინფექციებზე მოვისმინეთ ინფორმაცია. ზოგადად, კმაყოფილი ვარ სოფლის ამბულატორიებისა და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მუშაობით. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ ეტაპზე, არანაირი პანიკის საფუძველი ქვეყანაში არ არსებობს," განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ.

   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამტრედიის ექიმ–ეპიდემიოლოგის, ნანა კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბოლო კვირის მონაცემებით, სამტრედიის სამედიცინო დაწესებულებებს, 1500–მა პირმა მიმართა ვირუსული ინფექციით. მათ შორის 20 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ხოლო 118 პირს ბინაზე მკურნალობა. კიკაჩეიშვილის განმარტებით, ნოემბერ–დეკემბერში, 1700 პირი იქნა გამოკვლეული ც ჰეპატიტზე და მათგან 10 დადებითი შედეგის მქონე უკვე ჩართულია საყოველთაო პროგრამაში.

   მუნიციპალიტეტის მერმა მსგავსი შეხვედრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კვლავ დააანონსა და სწორ პროპაგანდაზე გააკეთა აქცენტი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 520