განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფლებში საერთო კრებები დღეიდან დაიწყო
RDRC.GE
სოფლებში საერთო კრებები დღეიდან დაიწყო
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებით გათვალისწინებული პროექტების შესარჩევად, სოფლებში საერთო კრებები დღეიდან დაიწყო.

   მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ნაბაკევის თემში მოსახლეობის შეკრებას შეუერთდა და მათთან ერთად სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. საერთო კრებას ნაბაკევის ადმინისტრაციული ერათეულის წარმომადგენელი, ოთარ წულეისკირი და მაჟორიტარი დეპუტატი, ვაჟა სტურუა ესწრებოდნენ.

   დისკუსიის შედეგად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასახლებაში განსახორციელებლად საპროექტო წინადადებების შერჩევის მიზნით სოფელში ღია კენჭისყრა გაიმართა.

   სოფლის ცენტრში, საჯარო სკოლის წინ მშენებარე სკვერში სკამების დამატება და ატრაქციონის მოწყობა.

   სოფლის ცენტრში, საკარო სკოლის წინ მშენებარე სკვერში სავარჯიშო მოწყობილობების მოწყობა;

   მემორიალიდან სასაფლაოს მიმართულებით, სამ დაზიანებულ მონაკვეთზე გზის დამცავი ბეტონის კედლის მოწყობა- ეს ის პროექტებია, რომელიც მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ჩხენიშში, მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება.

   მერმა მუნიციპალიტეტის და სოფლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა სოფლებში. ეს მიმართულება მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტულია და სოფლებში, შერჩეული პროექტების განხორციელება ხარისხიანად და დროულად მოხდება. ყველა პრობლემა შესწავლილი გვაქვს სოფლებში და სხვადასხვა რესურსებით ვახერხებთ მათ მოგვარებას. შედგება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც შესრულდება ყველა სამუშაო. " განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

   მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 660 ათ. ლარია გამოყოფილი. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციულ ერთეულსა და 50 სოფელში ჩატარდება.

   დღესვე ჩხენიშში სოფლის კრების პარალელურად მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები საგაზაფხულო გასხვლით სამუშაოებს აწარმოებენ. ნასხლავები მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შედის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 506