განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კორონა ვირუსის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
RDRC.GE
კორონა ვირუსის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   კორონა ვირუსის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდება და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, მარინა თევზაძისგან საპრევენციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ მოისმინა.

   დღევანდელ შეხვედრას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც შპს ,,დეზარმი“–მ უზრუნველყო.

   საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მარინა თევზაძეს დაუკავსირდნენ შემდეგ ნომერზე 599 54 65 20.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 536