განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღევანდელი თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააქტიურებას დაუთმო
RDRC.GE
დღევანდელი თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააქტიურებას დაუთმო
კატეგორია:  სიახლე

    დღევანდელი თათბირი მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ, კორონა ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააქტიურებას დაუთმო. მან მოუწოდა საზოგადოების ყველა წევრს, ვისაც სურვილი აქვს, მოხალისეთა ჯგუფში გაერთიანდნენ რათა საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადამიანური რესურსის გამოყენება მოხდეს.

   დღეის მონაცემებით, სამტრედიის 11 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში.

   კორონა ვირუსის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდება და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

   დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, მარინა თევზაძისგან საპრევენციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ მოისმინა.

   შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც შპს ,,დეზარმი“–მ უზრუნველყო.

   საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს მარინა თევზაძეს დაუკავსირდნენ შემდეგ ნომერზე 599 54 65 20.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 557