განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის საიუბილეო 150 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები
RDRC.GE
სამტრედიის საიუბილეო 150 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

   დღეს, ,,მომავლის პარკში" სამტრედიის საიუბილეო 150 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები, პაატა ხაჩიძისა და პაატა გულიაშვილის კონცერტით დაანონსდა.

   მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის სამსახურის ინიციატივით, სამტრედიელი მსმენელის წინაშე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტებით წარსდგნენ.

   კონცერტს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მოადგილე დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე, მერის წარმომადგენელი ქალაქის ტერიტორიულ ორგანოში თენგო ცაგურია და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები.

   მოწვეულმა სტუმრებმა, კონცერტის მსვლელობისას არაერთხელ გადაუხადეს მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას ორგანიზებული შეკრებისთვის.

   დღევანდელ კონცერტზე კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ფოტო-კონკურსის შესახებ, რომელიც 23 ივლისს დაიწყო და15 აგვისტოს დასრულდება.

   ,,ძველი არქიტექტურა და საუკეთესო ეზო" მუნიციპალიტეტის მერიის პროექტია და კულტურის სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

   საუკეთესო ნამუშევრებს ჟიური გამოავლენს, რომლებიც 16 აგვისტოს ,,მომავლის პარკში" გამოიფინება. შეგახსენებთ, რომ პრიზები სოლიდურია და საკონკურსო ფოტოდ გამოდგება მხოლოდ სამტრედიის ტერიტორიაზე აღბეჭდილი კადრი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 488