განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სამტრედიას UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი სტუმრობდა
RDRC.GE
დღეს სამტრედიას UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი სტუმრობდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიას UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი სტუმრობდა, რომელმაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, ვალერი ფოცხვერიასთან და მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, სათნოების სახლს საყოფაცხოვრებო ამანათები მიუტანა.

   გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დანიის მთავრობისა და გაეროს პანდემიაზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, საქართველოში 200-მდე მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მსგავსი ტიპის აქციებს ახორციელებს.

   ,,მოხარული ვარ, რომ სამტრედიის სათნოების სახლს ვეწვიე. კარგად გვესმის, რომ მოხუცები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია პანდემიის დროს, ამიტომ ჩვენი მიზანია არავინ არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამ ობიექტის მართვა ხდება ეკლესიისა და მუნიციპალიტეტის მიერ. აქ იდეალური წესრიგი და სისუფთავეა“, განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

   მადლობა გადაუხადა ქალბატონ ვინტონს ამ მნიშვნელოვანი აქციისთვის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ. ,,მოხუცები, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსგან დახმარებას, მუნიციპალიტეტიდან 102 ათ. ლარით ფინანსდება. გარდა ამისა მათ სხვადასხვა დაწესებულებები და კერძო პირები ეხმარებიან. მადლობა გაეროს განვითარების ფონდს, რომ მათ დახმარება მიმართეს სწორედ იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იყო. ჩვენ უკვე მივიღეთ პირობა, რომ ასეთი აქციები მომავალშიც გაგრძელდება“.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 389