განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების თანამშრომლობით, ,,კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრმა" სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   ,,ეკო-გრანტების პროგრამამ", რომელიც ინიცირებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ, შეხვედრაზე კლიმატისა და კლიმატის ცვლილების შესახებ საინტერესო ტრენინგი ჩაატარა.

   საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების უარყოფით მხარეებს, მათ შორის, მომატებულ ტემპერატურას, სითბურ ტალღებს, მყინვარებისა და პოლარული ყინულების ლღვობას, ზღვის დონეების მატებას და ამ მხრივ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და კლიმატის ჩარჩო კონვენციას.

   პროექტის ფარგლებში საინტერესო ტრენინგი გაიმართა თხილის ჯიშებითა მათი სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებებით დაინტერესებული პირებისთვის.

   თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა, ნიადაგის შესწავლა, მცენარის განლაგების სისტემა, ნაკვეთების მომზადება თანამედროვე მექანიზაციის საშუალებებით და ბევრი სხვა საინტერესო საკითხი მეთხილეობით დაინტერესებული პირებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდა.

   ტრენინგის მიმდინარეობაში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სამტრედიის განყოფილება.

   შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 468