განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის გათამაშება დაიწყო
RDRC.GE
ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის გათამაშება დაიწყო
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   სამტრედიაში, 7×7 ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის, „მასტერ ლიგის“ გათამაშება დაიწყო. თამაშები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

   აღნიშნული პროექტის კორდინენირებას იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ახდენს.

   7×7 ფეხბურთის ასოციაციის პროექტის – მასტერ ლიგის პირველი მატჩი, დიდ ჯიხაიშში გაიმართა.

   ჩემპიონატში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებია ჩართული, მთელი საქართველოს მასშტაბით კი დაახლოებით 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

   წინა წლისგან განსხვავებით, პროექტი წელს უპრეცენდენტოდ მასშტაბური იქნება და მასში 64 მუნიციპალიტეტის 12 ათასამდე წარმომადგენელი ჩაერთვება.

   პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს, მიზნად კი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს.

  • კომენტარი: 26
  • ნახვა: 4975