განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ერთობლივი ვიზიტით სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში
RDRC.GE
ერთობლივი ვიზიტით სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, სამტრედიის,წყალტუბოს,ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე ,მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიანე ფოცხვერია, გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ვიზიტით სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

   ღონისძიების ფარგლებში კომიტეტისა და UNICEF-ის წარმომადგენლები გაეცნენ მე-15 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურას და სისტემას.

   შეხვედრაზე ხელისუფლების და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ბავშვის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.

   ახალი კანონის საფუძველზე მე-15 საჯარო სკოლაში მცირე ტიპის საოჯახო სახლი მოეწყობა,რომელიც იმ საჭიროების მქონე არასრულწლოვანებზე იქნება მორგებული, რომლებიც სახელმწიფოდან განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ. 14 წლამდე არასრულწლოვნები სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნულ დაწესებულებაში მოხვდებიან, სადაც მიდგომები იქნება ჰუმანური.

   აღნიშნული საოჯახო ტიპის დაწესებულება იქნება ერთ-ერთი პრევენცია იმისა,რომ მომავალში დანაშაულის შემცირდეს.

   ,, მოხარული ვარ, რომ პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ სხდომა ამ ფორმატში ჩაატარა და კონკრეტულად N15 საჯარო სკოლით დაინტერესდა"- განაცხადა

   სამტრედიის,წყალტუბოს,ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ. მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა მე-15 საჯარო სკოლის დირექტორისა და პედაგოგების პროფესიონალიზმსს ,, მადლობელი ვარ ბატონი გია მეიშვილის მუშაობით. სახელმწიფოს დიდი რესურსი აქვს ჩადებული სკოლის პედაგოგების გადასამზადებლად და შეიძლება ითქვას , რომ ამ პროფილით საქართველოში ერთ-ერთი პროფესიონალი კადრები სწორედ ჩვენ გვყავს"- ვალერიანე ფოცხვერია.

  • კომენტარი: 2
  • ნახვა: 362