განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიელი აბიტურიენტები 100%-იანი გრანტით
RDRC.GE
სამტრედიელი აბიტურიენტები 100%-იანი გრანტით
კატეგორია:  სიახლე

აბიტურიენტებისათვის ზაფხული ყველაზე მაღალი საგამოცდო ტემპერატურით, ემოციებითა და შდეგების დიდი მოლოდინით არის დატვირთული. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხუთმა მოსწავლემ №3, №9 და №11 საჯარო სკოლებიდან დაუღალავი შრომით სასურველ შედეგს მიაღწიეს. მათ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა სრული სახელმწიფო დაფინანსებით მოიპოვეს. თითოეული მათგანი განვლილი წლის სირთულეებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

თეა მიქელაძე №9 საჯარო სკოლა, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ , სამართლის ფაკულტეტი. მეოთხე საგნად ჩააბარა ლიტერატურა. ამავე საგნის შედეგით ქვეყანაში მე-7-ე ადგილზე. „ვცდილობდი აქტიური მოსწავლე ვყოფილიყავი სწავლასა თუ სკოლის გარეთ ღონისძიებებში. ვარ არასამთავრობო „სამტრედიის განვითარების ასოციაციის“ წევრი, 2016 წლიდან ბანაკ „GLOW“-ს მონაწილე და შემდგომში პროექტების ინტერნი.ყოველთვის ვიყავი ჩართული სასკოლო ოლიმპიადებში. წელს საგნით „სამოქალაქო განათლება“ მოვხვდი ოც საუკეთესო მოსწავლეს შორის და გავემგზავრე ოქსფორდში ორკვირიან სკოლაში. სამართლის სფერო მისი პერსპექტიულობის გამო ავირჩიე. აქტიურად ვფიქრობდი ფილოსოფიაზე. აბიტურიენტობისას ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის დროის სიმცირე იყო. ვგეგმავ მომავალში სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო“.

 

მარიამ დანელია № 11 საჯარო სკოლა, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი“, ეკონომიკის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, მეოთხე საგნად ჩააბარა მათემატიკა. ფაკულტეტზე ორმოცდაათი სტუდენტიდან სრული დაფინანსება 16 -მა მოსწავლემ მოიპოვა, აქედან მარიამი მე-10-ე ადგილზეა. „ეკონომიკა არასოდეს ყოფილა ჩემი პრიორიტეტი, ფაკულტეტი გამოცდილი მეგობრების რჩევით ჩავწერე პირველ ნომრად.სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება. რთული იყო გზა აქამდე, დიდი შრომა ჩავდე, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები. წელს მონაწილეობა მივიღე საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ მოდელირებაში საგანშო მათემატიკა. ავიღე უმაღლესი ქულები და გადმომცეს სერთიფიკატი. ვგეგმავ მომავალშიც ბევრი ვიშრომო“.

 

მარიამ ცაგურია № 3 საჯარო სკოლა,“ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“,საერთაშორისო სამართალი, მეოთხე და მეხუთე საგნად ჩააბარა ისტორია და სამოქალაქო განათლება, ფაკულტეტზე ქულებით მე-12-ე ადგილზეა. „ფაკულტეტის არჩევა ამ სფეროს დიდმა ინტერესმა გამოიწვია, თავს სწორედ აქ ვხედავდდი.გასული წელი საკმაოდ რთული თუმცა სასაიმოვნო შედეგის მომტანი აღმოჩნდა.მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ ზუსტად იცოდნენ რა პროფესია უნდათ და კარგად ისწავლონ.ვაპირებ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩავერთო“.

 

 

 

 

 

სალომე ბოცვაძე № 3 საჯარო სკოლა, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამა, მეოთხე საგნად ჩააბარა ბიოლოგია. უნივერსიტეტში ჩარიცხულ 200 ბავშვს შორის ქულათა შედეგებით მე-15-ე ადგილზეა. „თავდაპირველად სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება ბიოლოგიის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. დავინტერესდი ანატომიით. ვფიქრობ ეს პროფესია საკმაოდ ჰუმანურია. ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სასკოლო და სკოლის გარეთ აქტივობებში. ვარ „ეტალონის“ მონაწილე, სასკოლო ოლიმპიადების გამრჯვებული, წელს ინგლისური ენის ოლომპიადაზე გადავედი მესამე ტურში და დამაჯილდოვეს ბაქსვუდის სამკვირიანი საზაფხულო სკოლის საგზურით, ვიმოგზაურე პოლონეთში იმერეთის წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად. ვიყავი ბანაკებში არაგვისპირეთსა და გორდში. სამომავლოდ მინდა სწავლა აქტიურად გავაგრძელო, გავხდე წარმატებული გინეკოლოგი და მივიღო საზღვარგარეთის გამოცდილება“.

 

მერაბ გეგეჭკორი № 3 საჯარო სკოლა, „კავკასიის უნივერსიტეტი“, ბიზნესის ადმინისტრირება.მეოთხე საგნად ჩააბარა გეოგრაფია, უნივერსიტეტში ქულათა შედეგით 1 ადგილზეა. სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად მიიღო შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსება 2900 ლარის ოდენობით. „უნივერსიტეტი მისი ავტორიტეტისა და სწავლების მაღალი დონის გამო ავირჩიე, ხოლო ფაკულტეტი პერსპექტიულობისათვის. აბიტურიენტობა რთული და დამღლელი გზაა, თუმცა ასეთ შედეგად ღირდა. ხშირად ვმონაწილეობდი სასკოლო ოლიმპიადებში. წელს კი გავიმარჯვე საგანში გეოგრაფია და გავემგზავრე ბაქსვუდის ბრიტანულ ბანაკში 21 დღით. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ იშრომონ ბევრი, მიყვნენ საკუთარ მიზანს და აუცილებლად მოიპოვებენ წარმატებას. სამომავლოდ კი ვგეგმავ გავიარო ყველა აკადემიური კურსი, როგორც მაგისტრატურა ასევე მივიღო დოქტორანტურაც“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 მარტის მონაცემებით, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 37 300 -ზე მეტი აბიტურიენტი, 2 200-ზე მეტი სტუდენტმა კი გაიარა რეგისტრაცია საგრანტო კონკურსისათვის.ჩაირიცხა 28 176 სტუდენტი 394-ით მეტი 2016 წელთან შედარებით. სულ დაფინანსდა 10 598 სტუდენტი,224 -ით მეტი ვიდრე 2016 წელს. აქედან უფასო ფაკულტეტის 4051 სტუდენტი, 70%-იანი გრანტით -1457, 100%-იანით 1009, ხოლო 50%- იანი დაფინანსება მიიღო 4081-მა სტუდენტმა. გაიზარდა მსურველთა რაოდენობა ნაკლებად მოთხოვნად ფაკულტეტებზე, მაგალითად როგორიცაა აგრარული სექტორი.აბიტურიენტების მიერ ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებად რჩება ბიზნესი, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ქართული ფილოლოგია, ისტორია.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 6485