განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » უშანგი მარგიანი მსოფლიო ჩემპიონია
RDRC.GE
უშანგი მარგიანი მსოფლიო ჩემპიონია
კატეგორია:  სიახლე

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია მსოფლიო ბრინჯაოს მედლის მფლობელს ჭიდაობაში უშანგი მარგიანს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი სამტრედიაში ვარჯიშობდა და მის წარმატებებს სამტრედიელ მწვრთნელებს უმადლის. ბუდაპეშტში ჩატარებულ ჩემპიონატზე უშანგიმ არა ერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. ,, ვულოცავ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატარა ქალაქს ასეთ დიდ წარმატებას. „მე თვალყურს ვადევნებდი უშანგის ბრძოლას და დავრწმუნდი , რომ იგი კიდევ მეტს იმსახურებდა. მომავალში მას ოქროს მედლით ველოდებით.“– აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ. უშანგი მარგიანის წარმატებებზე ისაუბრა მწვრთნელებმა ბადრი შენგელიამ და ავთანდილ თარგამაძემ. მათ აღნიშნეს, რომ სპორტსმენის გამარჯვება პირდაპირ კავშირშია მის შრომისმოყვარეობასთან, ნიჭიერებასთან და რაც მთავარია პრინციპულობასთან . ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს ასეთი თბილი დახვედრისთვის, ეს ჩემთვის ერთგვარი მოტივაციაა. ვეცდები მომავალში გავამართლო ყველა სამტრედელის და ქართველი ხალხის იმედი და ოქროს მედლით დავბრუნდე ჩემს სამშობლოში“ –აღნიშნა უშანგი მარგიანმა. შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მსოფლიოს ბრინჯაოს მედლის მფლობელს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1660