განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა.

   პროექტი „ადგილობრივი გამჭვირვალე მმართველობა“ მონაწილეობისათვის, ანხორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის მხარდაჭერით. ესტონეთში სასწავლო ვიზტი აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად დაფინანსდა .

   აღსანიშნავია, რომ „ადგილობრივი გამჭვირვალე მმართველობა“ – ს მეორე ეტაპი ადგილობრივ დონეზე საჭიოებების კვლევა და საგრანტო განაცხადის მომზადებაა. ესტონეთის რესპუბლიკის წამყვანი ექსპერტები კონსულტაციას გაუწევენ ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებს და დაეხმარება მათ სამტრედიაში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გრანტების მოძიებაში და განხორციელებაში.

   ,, ვალერი ფოცხვერია არის ერთ–ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი პირი, რომელსაც აქვს ბევრი საინტერესო ინიციატივა და ჩვენ მას ხელსშევუწყობთ სამტრედიაში დაიგეგმოს და განხორციელდეს სერიოზული პროექტები“– განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის დირექტორმა.

   შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება კონსულტაციებით, ესტონეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამოცდილების გაზიარებით, სტრატეგიული დაგეგმარების, საჯარო სერვისების განვითარების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 463