განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სტარტი აიღო ტურნირმა მინი-ფეხბურთში
RDRC.GE
სტარტი აიღო ტურნირმა მინი-ფეხბურთში
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სამტრედიაში სტარტი აიღო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა მინი-ფეხბურთში.

   ტურნირი ფლეიოფის სისტემით იმართება და მასში მონაწილეობას 13 გუნდი იღებს . ტურნირის ფინალური დაპირისპირება 8 აგვისტოს შედგება .

   ჩემპიონატის გახსნაზე ლაშა თევზაძის , მარლენ ბარამიას , ლევან მელქაძის და ავედიკ ლომიძის ოჯახის წევრები გახლდათ მოწვეულნი. დაღუპული გმირების შვილებს მერიამ გასართობ ცენტრ “ციცინათელას” ვაუჩერები გადასცა .

   ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია , მოადგილე დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 423