განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პროექტების დაგეგმარება აქტიურ ფაზაში შედის
RDRC.GE
პროექტების დაგეგმარება აქტიურ ფაზაში შედის
კატეგორია:  სიახლე

   აქტიურ ფაზაში შედის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების დაგემარება.

   დღევანდელ თათბირზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდნენ, სოფლის მხარდაჭერის და პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს.

   ,,აუცილებელია მუნიციპალიტეტში შეიქმნას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების შესაფერისი გარემო, რათა პროგრამა განხორციელდეს ეფექტურად. მნიშვნელოვანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები კოორდინირებული მუშაობით უნდა შესრულდეს. მაქსიმალურად შევეცადოთ და დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები, ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა."- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

   თათბირი, რომელსაც საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინტერაქტიულ რეჟიმში, პროექტების დეტალურად განხილვით გაგრძელდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 348