განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა
RDRC.GE
რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, რეზო შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭადრაკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა.

   გახსნის ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, კულტურის სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

   ჭადრაკის ჩემპიონატში ერთმანეთს სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მოჭადრაკეები დაუპირისპირდნენ.

   ჩემპიონატში პირველი ადგილის მფლობელი ბესარიონ ლეჟავა გახდა, მეორე ადგილი ლუკა რუხაძე, მესამე ადგილი კი კობა ძიძიგურმა დაიკავა.

   ტურნირის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ რეზო შანიძის ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, აღნიშნული ტურნირი სამტრედიის სინამდვილეში ერთ-ერთი კარგი წამოწყებაა.

   ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს, მარიამ ბელთაძეს, თასი და სიგელი სწორედ რეზო შანიძის ვაჟებმა-თამაზ და ვახტანგ შანიძეებმა და შვილიშვილებმა- რუსკა და სანდრო შანიძეებმა გადასცეს.

   გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 249