განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 2-3 აპრილს გაიმართა ტრადიციული, იოანე და თემურ ვაშაკიძეების მემორიალური ტურნირი
RDRC.GE
2-3 აპრილს გაიმართა ტრადიციული, იოანე და თემურ ვაშაკიძეების მემორიალური ტურნირი
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   სამტრედიაში, 2-3 აპრილს გაიმართა ტრადიციული, იოანე და თემურ ვაშაკიძეების მემორიალური ტურნირი თამაშებში რა? სად? როდის? ბრეინ-რინგი და ჯეპარდი.

   ტურნირი დააფინანსა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ და ორგანიზება გაუკეთა სამტრედიის ინტელექტკლუბმა, ხოლო საპრიზო ფონდის თანადამფინანსებელი კომპანია LC WAIKIKI გახლდათ.

   წლევანდელ ტურნირზე საქართველოს მასშტაბით ძლიერი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

   დაძაბულ პაექრობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ჯეპარდი - თორნიკე ჯანგველაძე ბრეინ-რინგი - გუნდი ჰაიზენბერგი რა? სად? როდის?

   I ადგილი - გუნდი Jugermore

   II ადგილი - გუნდი დინამო

   III ადგილი - გუნდი ბოკა ხუნიორსი.

   გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილემ, გია მეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ, კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ, საგანნმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ ხარძიანმა, იოანე და თემურ ვაშაკიძეების მამამ, ირაკლი ვაშაკიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმოამდგენლებმა.

   დავით ბახტაძე-,, მიხარია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ამდენი ახალგაზრდა ინტელექტუალის მასპინძელია. აღნიშნული ტურნირი მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ წარმატებულ ახალგაზრდებს და გზა გავუკაფოთ შემდგომი წარმატებებისკენ."

  • კომენტარი: 1
  • ნახვა: 254