განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საჯარო ლექცია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში
RDRC.GE
საჯარო ლექცია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლია ქაროსანიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა,-რომელიც 1918-1921 წლების ,,ტერმინოლოგიური დიქტატურას" ეხებოდა. აღნიშნული ლექცია ნიკოლაძეების ტერმინთშემოქმედების უნიკალურ მიგნებებზე საუბარს მოიცავდა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოადგილე გიორგი მეიშვილი, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები.

   ,,დღეს ქართული ენის დღეა. ჩვენი ენა ერის უდიდესი მონაპოვარია , რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ამ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინლა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა. აქ წარმოდგენილი ნაშრომები საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. მადლობა მომხსენებლებს საინტერესო თემებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლია ქაროსანიძეს. მიხარია, რომ ლექციას მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 325