სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით დედამიწის დღესთან დაკავშირებული საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია გააცნეს. ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ემსახურება მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და საკუთარი ქცევის შეფასებასა და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწაავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრად წიგნები გადასცა.