განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს და სამტრედიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, სააღდგომო ნობათი მიუტანეს
RDRC.GE
ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს და სამტრედიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, სააღდგომო ნობათი მიუტანეს
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს და სამტრედიაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

   დავით ბახტაძე - ,,ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ფენაზე ზრუნვაა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათ. მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები მომავალშიც იქნება მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული."

   რევაზ შენგელია- ,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მომიტანეს ნობათი რომელიცძალიან წამადგება. რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლის გარეშე დავრჩი, დავკმაყოფილდი საცხოვრებელი ფართით გარდა ამისა ყოველმხრივ ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქვს, მეხმარებიან არა მარტო სადღესასწაულო დღეებში. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს და ყველას ვისაც არ ვავიწყდები."

   სააღდგომო ნობათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 250 ოჯახმა მიიღო, აქედან 12 უკრანიდან ჩამოსულმა ოჯახებმა მიიღეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 263