სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
ჩეხური ორგანიზაცია ,,Care“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტი, მეგობრული მემორანდუმის საფუძველზე, რამდენიმე წელია ახორციელებენ სოციალურ პროექტებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით სამტრედიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის მცირე სოციალური საწარმო გაიხსნა.
,, Care“–ას გენერალურმა დირექტორმა იან კუბერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის გამგებელსა და გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილს აქტიური თანამშროლობისთვი ,, წლის ანგარიშში ავღნიშნეთ სამტრედიის ხელისუფლების თანამშრომლობა ჩვენს ორგანიზაციასთან და მომავალშიც მზად ვართ თქვენს მუნიციპალიტეტში დავგეგმოთ და განვახორციელოთ სხვა და სხვა სოციალური პროექტები, რომელის მიზანი თემის განვითარება იქნება “ –განაცხადა ,,Care“ დირექტორმა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ კვლავ გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის და ინიციატივა გამოთქვა სამტრედია დაძმობილდეს, რომელიმე ჩეხურ ქალაქთან, რათა გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება ბიზნესსა და სოციალურ სფეროში.