განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამუშაო შეხვედრა
RDRC.GE
სამუშაო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

ფოტო

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ააიპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრებს შეხვედრა.

   შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საშუალო ვადიანი პრიორიტების დოკუმენტის განხილვა.

   სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა მიმდინარე პროირიტეტებზე და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

   მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ დეტალურად ისაუბრა განსახორციელებელი პროექტების შესახებ. ,, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერება. სწორედ საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით შედგა დოკუმენტი, რომლითაც მომავალ წლებში ვიხელმძღვანელებთ და შევეცდებით ზედმიწევნით განვახორციელოთ თითოეული აქტივობა“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

   შეხვედრაზე მერმა, დეტალურად განიხილა პრიორიტეტებით გათვალისწინებული საკითხები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტეში უახლოეს მომავალში რამდენიმე სრულად რეაბილიტირებული და მათ შორის ახალი სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლები და საბავშვო ბაგა–ბაღები აშენდება.

   მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი პრიორიტეტები და პრიორიტეტული მიმართულებები, მათი შედეგები რომელთა შესრულებაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სფეროში კეთილდღეობისთვის, მოსახლეობის საჭიროებებზე და ინტერესებზე იქნება მორგებული.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 376