განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის, სკვერის და გზის მშენებლობის პროცესის ადგილზე გაცნობა
RDRC.GE
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის, სკვერის და გზის მშენებლობის პროცესის ადგილზე გაცნობა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, პირველ მოადგილესთან, ლადო ზაქრაძესთან ერთად, იანეთის და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის, სკვერის და გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

   იანეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 1 774 000 ლარით ფინანსდება.

   ახალი საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს, კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და სათამაშო მოედანი.

   "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში #ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონა და დასასვენებელი პარკი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გლობალ სტანდარტ მშენი" ასრულებს.

   პარარელურად კაპიტალური გზა ეწყობა სოფელ #ჩხენიშში ე.წ ,,გიგინეიშვილების" უბანში. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი" ასრულებს.

   გეგმა- გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს ე. წ. ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალბინიანი კორპუსის ფასადების, ცენტრალური გაჩერების და სკვერის რეაბილიტაცია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 283