განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტთან ლელა სტურუასთან შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტთან ლელა სტურუასთან შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტთან, 8 საერთაშორისო სერთიფიკატის მფლობელ ლელა სტურუასთან შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადობის სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენლები.

   შეხვედრის განკუთვნილი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც მზად არიან პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ საკუთარ ცხოვრებაში.

   ფსიქოთერაპევტმა ლელა სტურუამ ვრცლად ისაუბრა სტრესის მართვის მეთოდების შესახებ და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული მაგალითებით ცხადყო, როგორ არის შესაძლებელი გავუმკლავდეთ, შიშსს, შფოთვას და თავი ვიგრძნოთ ბედნიერ სრულფასოვან ადამიანად.

   შეხვედრის ბოლოს ლელა სტურუამ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ მზად არის სამტრედიის მუნიციპალიტეტში პერიოდულად გამართოს მგავსი ტიპის სეანსები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 239