განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჩატარდა ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის საკალათბურთო ტურნირი
RDRC.GE
ჩატარდა ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის საკალათბურთო ტურნირი
კატეგორია:  სიახლე, სპორტი

სურათი

   მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამტრედიაში ავთანდილ ქუთათელაძის სახელობის საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირს ქუჩის კალათბურთში 3X3 ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ახლად რეაბილიტირებულმა საკალათბურთო მოედანმა უმასპინძლა.

   გამორჩეული და დამსახურებული მწვრთნელ–მასწავლებლის, ავთანდილ ქუთათელაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, მათ შორის ასპარეზობაში ჩაერთული იყო წყალტუბოს ერთი, ფოთის სამი, აბაშის ერთი და სამტრედიის 7 გუნდი.

   ჯგუფური სისტემით გამართულ მემორიალს მსაჯთა კოლეგია უწევდა მეთვალყურეობას. თამაზ ხაფავამ და ქრისტინე ლომიძემ გუნდების მიერ მიღწეული შედეგების მიხედვით, გამოავლინეს გამარჯვებულები ჯგუფურ ეტაპზე.

   ნახევარფინალური შეხვედრები შედგა ფოთის ,,ირაოს" და სამტრედიის ,,შერმაზანას" და წყალტუბოს გუნდსა და სამტრედიის ,,space jam" შორის. მესამე ადგილზე ფოთის გუნდი გავიდა, მეორეზე წყალტუბოელი კალათბურთელები, ხოლო პირველი ადგილი სამტრედიის ,,შერმაზანამ" მოიპოვა.

   ტურნირის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და მოადგილე გიორგი მეიშვილი. დავით ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას და ავთანდილ ქუთათელაძის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ტურნირში მონაწილე თითოეულ გუნდს ასპარეზობისთვის და აქტიურობისთვის.

   პირველადგილოსან ,,შერმაზანას"ავთანდილ ქუთათელაძის ვაჟმა, დავით ქუთათელაძემ გადასცა თასი და მედლები, რომელიც ფულად ჯილდოსთან ერთად მერიამ გამარჯვებულებისთვის დააწესა. დასახელდა საუკეთესო კალათბურთელი საბა შუბლაძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 296