განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ორგანიზებით აქცია
RDRC.GE
გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ორგანიზებით აქცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის ორგანიზებით აქცია გაიმართა.

   სწჯს 104 წლისთავთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში („საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის გამოწვევების მიმართ სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თემების მედეგობის გაძლიერება“) აქტიურ მოხალისეებს სიგელები გადაეცათ.

   პირველი დახმარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ოფისის მიმდებარე სკვერში ჩატარდა პირველი დახმარების საჩვენებელი ღონისძიება.

   ღონისძიებას ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია პაპავა. მან მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვა საქართველოს წითელ ჯვარს.

   ასევე ფილიალის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოაწყვეს ქუჩის აქცია - მოსახლეობას გააცნეს წითელი ჯვრის ფუძემდებლური პრინციპები და საქმიანობა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 243