განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
RDRC.GE
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

   მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა პროგრამებში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობას.

   ურთიერთთანამშრომლობის მიზანია იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკოლის ბენეფიციარი-ეროვნული უმცირესობებისათვის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებისას პროფესიული განვითარება და ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია.

   ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ასევე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის. პროგრამის მიზანია - სახელმწიფო ენის და დარგობრივი ენის კომპეტენციების განვითარება; სამუშაო სივრცეში სახელმწიფო ენის აქტიური გამოყენება; ქართულენოვან კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება; ერთიან საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაცია. საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მიხედვით, განხორციელდება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეების პრაქტიკის გავლა საჯარო დაწესებულებებში.

   საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ნიკოლოზ სანაძეს (იურიდიული განყოფილების უფროსი) და ირაკლი მაჭავარიანს (იურიდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი და არიან პრაქტიკის ტრენერები. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი საჯარო მოხელეები იბრაგიმხალილ ბაირამოვს (გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სპეციალისტს) და მურადდინ იუსუბოვს (დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამომოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სპეციალისტს) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში პრაქტიკას გაივლიან 2022 წლის 14 სექტემბრიდან 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, 07 სამუშაო დღის განმავლობაში, პრაქტიკის ტრენერების ხელმძღვანელობით.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა.

   იბრაგიმხალილ ბაირამოვს (გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სპეციალისტს) და მურადდინ იუსუბოვს (დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამომოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის სპეციალისტს) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები შეხვდნენ.

   მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ სტუმრებს გააცნო ინფორმაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში შესრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. მაქსიმალურად ვეცდები გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოგაწოდოთ ინფოორმაცია შესრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. არა მარტო პროექტის ფარგლებში არამედ ნებისმიერ დროს მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენს მუნიციპალიტეტებთან”–განაცხადა დავით ბახტაძემ.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ სტუმრებს საჩუქრად სამტრედიის მუნიციპალიტეტის შესახებ ბეჭდური გამოცემები გადასცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 204