განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » პროფესიული დღე
RDRC.GE
პროფესიული დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   პროფესიული დღე გომის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, დღეს, გაკვეთილის მიმდინარეობისას მიულოცეს.

   52 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგს, ნარგიზი თევზაძეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ ხარძიანმა, მომავალი თაობების აღზრდისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სამახსოვრო სამკერდე ნიშანი თავად შეაბნია. ,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მომავლის მაჯისცაზე უდევს ხელი. თქვენი ღვაწლი შეუფასებელია თითოეული ჩვენგანისთვის," აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.

   პედაგოგს დღევანდელი დღე მოულოცეს მუნიციპალიტეტის მოადგილემ, გიორგი მეიშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრე თევზაძემ და საკრებულოს დეპუტატმა გომის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ჯონი თევზაძემ.

  პედაგოგის გამოცდილებასა და ღვაწლს ხაზი გაუსვა სკოლის დირექტორმა, მაყვალა თევზაძემ, თუმცა დღევანდელი გაკვეთილი არ დაავიწყდებათ მოსწავლეებს და თავად პედაგოგს. ,,უღრმესი მადლობა ამ ყურადღებისთვის, სიყბოსთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოხატეთ. 52 წლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მასწავლებელმ მუდმივად სიახლეებს უნდა აუწყოს ფეხი. სხვაგვარად განვითარება წარმოუდგენელია," აღნიშნა მარგიზი თევზაძემ.

    5 ოქტომბერი მასწვლებლის საერთაშორისო დღედ 1994 წლიდან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 221