განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სსიპ მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ჯერ მკრათალ, გაუბედავ ხაზებს და რკალებს შეაჩვიეს პაწაწინა თითები, მერე კალმები უფრო მოიმარჯვეს და ზღაპრად მოსმენილი ამბავი მორცხვ, სურნელოვან იაზე რვეულის ფურცლებს მკაფიოდ დაატყვეს. ასე მოიხაზა აი ია...

   სსიპ მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანეთში შეგვიძღვნენ. მერხებზე გადაშლილი იაკობ გოგებაშვილის დედაენა მათთვის ჯადოსნური სამყაროს კარიბჭედ უნდა იქცეს. პირობაც დადეს, რომ ცოდნის სამყაროს აი იასავით შეიყვარებენ და ქვეყანას კარგ მამულიშვილებად გამოადგებიან.

   ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ნიკოლეიშვილი იყო ანბანეთში მათი მეგზური. თანამედროვე მეთოდებზე აგებული გაკვეთილით ჩანდა როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების მზაობა.

   მხიარულ, მრავალფეროვან და სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ლეილა კუბლაშვილი და პედაგოგები სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან.

   ..ვულოცავ ჩვენს პატარებს ანბანეთში შებიჯებას. მჯერა მათი გულმოდგინების, შრომისმოყვარეობის და მონდომების. ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებენ ჩვენს სკოლას და ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ დღევანდელ დღეს,“ აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ლეილა კუბლაშვილმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 266