განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სტარტი აიღო ვაჟა ტერელაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირმა
RDRC.GE
სტარტი აიღო ვაჟა ტერელაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირმა
კატეგორია:  სიახლე, კულტურა

სურათი

   დღეს სამტრედიაში სტარტი აიღო ცნობილი სამტრედიელის და სახელოვანი მოჭადრაკის, ვაჟა ტერელაძის სახელობის საჭადრაკო ტურნირმა.

   მუნიციპალიტეტის მერიის და უშუალოდ მერის, დავით ბახტაძის ინიციატივით, ტურნირმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და პანდემიის შემდეგ, წელს მეორედ გაიმართა.

   ასპარეზობა 11 ტურად გაიმართა და მასში 12 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ✅მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ კომპლექსური სპორტული სკოლის მიერ ორგანიზებულ ტურნირს თვალს ადევნებდა მუნიციპალიტერის მერის მოადგილე, გიორგი მეიშვილი, საკრებულოს წევრი, ლიზა კრავეიშვილი, კომპლექსური სპორტული სკოლის დირექტორი, ივანე კილტავა. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარემ, კობა ძიძიგურმა და მწვრთნელმა, ბესარიონ ლეჟავამ.

   აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობდნენ ვაჟა ტერელაძის შვილიშვილები მარიამ თევზაძე და თამაზ ლომინაძე.

   ტურნირმა დღესვე გამოავლინა გამარჯვებულები. პირველი ადგილი დამსახურებულად ერგო მარიამ თევზაძეს, მეორე ადგილზე გავიდა ბესარიონ ლეჟავა, ხოლო მესამე ადგილი თამაზ ლომინაძემ დაიკავა.

   გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ პრიზებთან ერთად თასი და სიგელები გადაეცა. სპეციალური პრიზით დასაჩუქრდა ყველაზე მაღალქულიანი პატარა მოჭადრაკე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 190