განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.

   დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ ისაუბრა.

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, ჯამში 104 პროექტი განხორციელდა.

   თათბირზე, მუნიციპალიტეტის მერმა, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების მიმდინარეობაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმამადგენლებს მაქსიმალური კონტროლი დაავალა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კონკრეტული დეტალები განიხილა. ,,ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხით, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს" - აღნიშნა მერმა მშენებლებთან საუბრისას.

   დღევანდელ თათბირზე GM PARMA - ას წარმომადგენელებმა უფასო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრეს. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში თვითმმართველობის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია თუ ვის შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით.

   შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ მიმართოს ოჯახის ექიმს და ისარგებლონ უფასო მედიკამენტების პროგრამით .

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 200