განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში ფილმის ჩვენება გაიმართა
RDRC.GE
სამტრედიაში ფილმის ჩვენება გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   ქალაქ სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძის“ კულტურის სახლმა ფილმის ჩვენებას უმასპინძლა. „თავგანწირვის ტაძარი“ საქართველოს პატრიარქის კურთხევით სტუდია „გუთანმა“გადაიღო. დოკუმენტური ჟანრის ფილმი გადაღებულია ოჯახის სიწმინდისა და ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის თემაზე. ფილმში ასახული კადრები და გამოყენებული მასალები ძირითადად ეყრდნობა წმინდა მამათა წერილებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

   ფილმის გადაღება მიზნად ისახავს მშობლებისა და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ოჯახის რაობასთან დაკავშირებით. ფილმის რეჟისორი –ლექსო გელაშვილი , მთავარი რედაქტორი ზვიად სეხნიაშვილი.

   ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საპატრიარქოსა და სამტრედიის ჩოხოსანთა წარმომადგენლები და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.

   3 ნოემბერს სამტრედიის ისტორიაში აღინიშნება სამტრედიის ეპარქიის დამოუკიდებლობის აღდგენა და დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის ექვსი წლის იუბილე. 2017 წლის 3 ნოემბერს ჩამოყალიბდა სამტრედიის ჩოხოსანთა საზოგადოება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1371