განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოხდა ვანდალიზმის ფაქტი
RDRC.GE
მოხდა ვანდალიზმის ფაქტი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩის დასაწყისში, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მოტორული განვითარებისთვის საჭირო ატრაქციონზე, ვანდალიზმის ფაქტი მოხდა.

   ატრაქციონთან, ორი დღის წინ განთავსებული, ახალი მოსასვესვენებელი სკამები დააზიანეს.

   ვანდალიზმის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა.

   მუნიციპალიტეტში თითოეული პროექტი იგეგმება და ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში გარემო იყოს მოწესრიგებული, ადგილობრივებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის დასვენება უფრო კომფორტული. სწორედ ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს არსებული და ახალი სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოებს. მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს. არ შეგვეფერება ეს სამტრედიელებს.

   ეს არის სპეციალური დანიშნულების ატრაქციონი ვინც არ იცის ინგორმაციისთვის - მოტორული განვითარება არის ბავშვის უნარი, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების ამოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ დახვეწილ მოტორიკასა და სენსომოტორულ, ანუ მგრძნობელობით-მოძრაობით უნარებს

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 237