განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ ,,ლამპარში" აღნიშნეს
RDRC.GE
შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ ,,ლამპარში" აღნიშნეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ ,,ლამპარში" აღნიშნეს.

   განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ,,ლამპარის" 17 აღსაზრდელს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცა.

   დავით ბახტაძე - ,,დღეს განსაკუთრებული დღეა. შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და მათთვის შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთანამშრომლობთ დღის ცენტრ ,,ლამპართან" და მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება."

   შშმ ბავშვთა ზრუნვაზე, პედაგოგთა ჩართულობაზე და ზოგადად, დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა EDEC-ის ბავთვთა დაცვის პროგრამის მენეჯერმა, სოფიო კუპატაძემ.

   დღეს ბავშვების განწყობაზე ანიმაციურმა გმირებმაც იზრუნეს.

   შეგახსენებთ, 3 დეკემბერი შშმ პირთა დღედ 1992 წლიდან აღინიშნება და იგი გაერომ დააარსა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 163