განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ბაშელების პროტესტი დაკმაყოფილდება
RDRC.GE
ბაშელების პროტესტი დაკმაყოფილდება
კატეგორია:  სიახლე

   სოფელ ბაშში მოსახლეობის პროტესტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია უყურადღებოდ არ ტოვებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სოფლის მცხოვრებლებმა გზის გადაკეტვა იმ პრობლემების გამო გადაწყვიტეს, რომლებიც მათ ინერტული მასალით დატვირთული, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებისას ექმნებათ. რომ არაფერი ითქვას გზის საფარის დაზიანებაზე, მტვრის ბუღი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

   მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია დღეს საგზაო დეპარტამენტის წარმოადგენელთან ბაქარ ბაბუხადიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბაშელებს შეხვდა. მერის განმარტებით, აუცილებელია კომპანიები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის პოზიციები.

   საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბაქარ ბაბუხადიამ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე სამუშაოებზე და დასძინა, რომ ბაშელების წინაშე არსებული პრობლემა მოგვარდება. საუბარია გზის იმ მონაკვეთის მორწყვაზე, რომელიც ინერტული მასალის გადატანისას მტვერდება და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 2373