განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წიგნის დღეს სამტრედია შეუერთდა
RDRC.GE
წიგნის დღეს სამტრედია შეუერთდა
კატეგორია:  სიახლე

   წიგნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება, სამტრედია წელსაც ტრადიციულად შეუერთდა. მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში, ხალხმრავალი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია მანჯგალაძე, გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს“ რედაქტორი ქეთევან ჭელიძე. 

   ღონისძიებაში ორიგინალურად ჩაერთო N1 საჯარო სკოლის მესამე ბ კლასი, პედაგოგ ნონა ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით. პროექტს, რომელსაც ,,ჩემი საკლასო ბიბლიოთეკა" დაარქვეს უკვე სამი წელია ახორციელებენ. ენერგიული პედაგოგის ნიჭიერმა პატარებმა დღეს წიგნის ფურცლები კიდევ ერთხელ აამეტყველეს და საზოგადოებას აუხსნეს, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის წიგნიერებას ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. წიგნის ფურცლებით ორიგინალურად შემოსილმა პატარებმა დარბაზში საინტერესო გზავნილები გაავრცელეს.

   ღონისძიების ბოლოს საჯარო ლექცია წაიკითხა საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, მამა ანტონმა (ვაშაკიძე) თემაზე – ,,რელიგია ლიტერატურაში". საუბრის ბოლოს, კითხვა–პასუხის შედეგად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც მერიის მიერ საჩუქრად დაწესებული წიგნები გადაეცათ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 879