განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
RDRC.GE
საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებმა განხილვის საფუძველზე დაამტკიცეს.

   შიდა მუხლობრივი ცვლილებები შეიტანეს ,,შ.პ.ს. სპორტული კომპლექსი სამტრედიას“ 2018 წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სუბსიდიის, სამუშაო დღეებისა და დროის განსაზღვრის შესახებ განკარგულებაში. ასევე შიდა მუხლობრივი გადაადგილება გახდა აუცილებელი სოფელ ტოლების სამუსიკო სკოლისა და ააიპ ხელბურთელთა კლუბ ,,სამტრედიას“ განკარგულებებში.

   საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა საკანონმდებლო ორგანოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის მარტის თვის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი გააცნო. მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ბაღდავაძემ რამდენიმე საკითხზე განმარტება გააკეთა.

   დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად, უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებით კომისიას. მის ნაცვლად შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული სახელდების საკითხებზე იმუშავებს. საკითხი დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ გააცნო.

   პირადი განცხადების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა დეპუტატ ლაშა რუსიას. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატმა ოჯახური პირობების გამო მიიღო.

   საკრებულომ დღეს ერთხმად დაუჭირა მხარი სოფელ იანეთში მდებარე 10900.00 კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაცემას და მუნიციპალიტეტის მერიას თანხმობა მისცა ქირის წლიური საფასურის დადგენის შესახებ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 930