განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საგრანტო პროექტი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის
RDRC.GE
საგრანტო პროექტი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის
კატეგორია:  სიახლე

   სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამტრდიის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, დღეს, სამტრედიაში ახალი საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პირველი ეტაპი რეგიონებში საინფორმაციო კამპანიებს გულისხმობს, სადაც დაინტერესებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აგროსერვისის“ წარმომადგენელმა, ოთარ ჭიღლაძემ საკრებულოს დარბაზში შეკრებილებს, დღეს დასმულ შეკითხვებზე უპასუხა.

   პროექტი მიზნად ისახავს სოფლად ახალგაზრდა მექარმეების მხარდაჭერას და განკუთვნილია მათთვის, რომელთაც სურთ ბიზნესსაქმიანობის განხორციელება საქართველოში. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და მთავარი დაფინანსების წყარო დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა (DANIDA).

   პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, (მამაკაცები 18–დან 35 წლამდე, ქალბატონები 18–დან 40 წლამდე) ან მათ მიერ დაფუძნებულ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებს.

   რძის გადამუშავება, სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, მატყლის გადამუშავება, მსხვილფეხა–რქოსანი პირუტყვის ფერმის მოწყობა, ხორცის გადამუშავება, ნახევარ–ფაბრიკატების წარმოება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, საოჯახო მარნის ღვინის წარმოება, ჩაის გადამუშავება– ეს ის მიმართულებებია, რასაც პროგრამის პირობები ითვალისწინებს.

   პროექტი ერთი თვის წინ დაიწყო და 4 წლის განმავლობაში გასტანს. რაც შეეხება დაფინანსების კომპონენტს, წარდგენილ ბიზნესგეგმებში აღწერილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 % შეადგენს.

   პროეტით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ისარგებლონ საიტით www.apma.ge

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1186