სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
დღეს სამტრედიაში, „მომავლის პარკში“ გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ინიცირებული და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „არტ თერაპიის კურსები სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე მშობლები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, პარტნიორი საჯარო სკოლებისა და ბაგა–ბაღების, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები. პროექტი 6 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და მიზნად ისახავდა 6–დან 18 წლამდე 15 შშმ ბავშვის არტ თერაპიის კურსებში ჩართვას. სარეაბილიტაციო თერაპიული აქტივობების საშუალებით, თიხასა და ქვიშაზე მუშაობამ, ქაღალდზე, ტილოზე, კედელსა და ასფალტზე ხატვამ ხელი შეუწყო ბენეფიციარების ფსიქო–სოციალურ რეაბილიტაციას, მათი ემოციური და კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას.