სამტრედიაში საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, სამტრედიაში საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.
ცენტრალურ მოედანზე უკვე დამონტაჟდა სცენა.
ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერონ. ღონისძიებების განრიგი
ღონისძიების ადგილი: თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერი
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 13:00
13:00–19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; კვებისა და ცხელი სასმელების კუთხეები, ინტერაქტიული და თემატური ფოტო ზონები
13:00–19:00 – საბავშვო სივრცე: საბავშვო წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
13:00–19:00 – საბავშვო სახელოსნო: ფიგურების გამოჭრა-გაფერადება, ხისა და კერამიკის ფიგურების გაფერადება, საქსოვი ძაფებითა და გირჩებით სუვენირების დამზადება, მისალოცი ბარათებისა და სანიშნეების დამზადება, სათამაშოების, მისალოცი ბარათების, ხელნაკეთი ნივთების დამზადება
13:15–13:30 – მოსიარულე კოსტიუმირებული ორკესტრის წარმოდგენა
13:30–14:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთანდა საჩუქრების დარიგება
14:30–15:00 – თეთრი დათვების ბლუზ ბენდის წარმოდგენა
15:15–15:30 – მოსიარულე კოსტიუმირებული ორკესტრის წარმოდგენა
15:30–16:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთანდა საჩუქრების დარიგება
16:30–17:00 – თეთრი დათვების ბლუზ ბენდის წარმოდგენა
17:30–19:30 – ბენდი ირაკლი კვანჭიანის ხელმძღვანელობით, სოლისტები: სოფო ბედია, ბორის ბედია, თემურ თათარაშვილი, , მაია ჯაბუა, გიორგი კელაპტრიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, გიორგი ელისბარაშვილი, , მაგდა ნიკოლეიშვილი, ცირა კობიაშვილი, ელენე ფოჩხუა,ლიკა დოლიძე, ანსამბლი "დიდგორი", კვარტეტი „თბილისური“
19:30 – საზეიმო ფოიერვერკი გელოდებით
ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა