სამტრედიის N 2 საბავშვო ბაგა–ბაღში საახალწლო ღონისძიება მოეწყო

სამტრედიის N 2 საბავშვო ბაგა–ბაღში საახალწლო ღონისძიება მოეწყო

   სამტრედიის N 2 საბავშვო ბაგა–ბაღში საახალწლო ღონისძიება მოეწყო. ბედნიერი სახეები და საზეიმო განწყობა კიდევ უფრო ალამაზებდა საგანგებოდ დათოვლილ არემარეს.

   ადგილობრივი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მმართველი ინგა კვერნაძის კრეატივი, მეთოდისტი იზო ხუჭუას პროფესიონალიზმი, მუსიკის პედაგოგის თამთა ღლონტისა და ბაღის პედაგოგიური კოლექტივის მიერ მაღალ დონეზე წარმოდგენილი სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები.

   დღევანდელი ღონისძიების თემას წარმოადგენდა ,, ახალი წელი უღრან ტყეში“

   მეორე ბაგა– ბაღის ყველა წარმოდგენას ლაიტმოტივად გასდევს – შრომა. მეგობრობა, მშვიდობა. ზეიმის ბოლოს პატარები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი