ახალი წლის ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს მე-10 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმ
ახალი წლის ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს მე-10 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა.
5-6 წლიანთა ჯგუფ ,,ჭიამაიას” საახალწლო კარნავალს საოცარი დეკორაციებით შექმნილი ტყის იმიტაცია კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა, მით უფრო, როცა პატარებს ზღაპრის გმირები შემოუერთდნენ.
ღონისძიება დატვირთული იყო ქორეოგრაფიული და სამეჯლისო ნომრებით, კულმინაცია კი სანტას სტუმრობა აღმოჩნდა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები პატარებს გადასცა.
2025 წლის დასახვედრად გამართულ მეჯლისში, პატარებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული მათი მშობლები.
ბაღის მმართველის ქეთევან შაშიაშვილის და აღმზრდელთა ჩართულობასთან ერთად აღსანიშნავია ჩვენი თანაქალაქელის ნატალია ნიკურაძის წვლილი, რომლის ქველმოქმედებით სოციალური პროექტები აქტიურად ხორციელდება მე-10 ბაგა-ბაღში