დღეს სამტრედიის N 2 საბავშვო ბაგა-ბაღში შემოდგომის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს სამტრედიის N 2 საბავშვო ბაგა-ბაღში შემოდგომის პრეზენტაცია გაიმართა.
4- 5 წლიანთა ჯგუფის ,,პეპლები" -ის 5-6 წლიანთა ჯგუფი ,,ფუტკრები "- ის აღსაზრდელებმა საზოგადოებას ულამაზესი ზეიმი მოუწყვეს. პატარებმა აღმზრდელებთან რუსუდან მუქერიასთან და ზანი უღრელიძესთან ერთად ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რაც უხვ და ბარაქიან შემოდგომას უკავშირდებოდა. ინტერაქტიულ აქტივობაში თითოეული ბავშვი თანაბრად იყო ჩართული.
N2 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკის პედაგოგ თამთა ღლონტთან ერთად ხალისიანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. ,, თითოეული აქტივობა გათვლილია ბავშვის კოგნიტურ, ვერბალურ და არავერბალური თვისებების განვითარებაზე" - აღნიშნა ბაღის მეთოდისტმა იზო ხუჭუამ. ,, მიუხედავად იმისა, რომ დროებით N 1 ბაგა-ბაღში ვართ, ვცდილობთ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ბავშვებთან და შევუქმნათ მათ სწავლისთვის და გართობისთვის კომფორტული გარემო" - განაცხადა N2 ბაგა-ბაღის მმართველმა ინგა წიქვაძემ. შეგახსენებთ, რომ ბაღის სრული რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დაიწყო და 2025 წელს აღსაზრდელები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ.