მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ,, მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, სამტრედიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი ნაწილი ინფორმაციის გაფილტვრაზე, მის ნამდვილობაზე, მანიპულაციასა და დეზინფორმაციაზე საუბარს დაეთმო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის, მედიისა და ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები.
,,დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ახალი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რათა მათი თითოეული ნაბიჯი ინტერნეტ სივრცეში იყოს გადამოწმებული და გააზრებული,“ აღნიშნა ჩვენთან საუბარში შეხვედრის ტრენერმა, ლილი ფულარიანმა.
მედიაწიგნიერების თემაზე შეხვედრები, პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება, მათ შორის გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში.