საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მონახულება

საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მონახულება

   საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოინახულა. სფფ-ის წარმომადგენლები სამტრედიას ესტუმრნენ, სადაც დათვალიერების პროცესს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   პროექტის ფარგლებში, სამტრედიის ტექნიკურ ცენტრში ორი სტანდარტული ზომის მოედანი მოეწყობა. აშენდება გასახდელები, ტრიბუნა და დამონტაჟდება განათება. პროექტის უეფას ჰეთ-თრიქის პროგრამის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება.

   საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი