სამტრედიის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
სამტრედია ახალ 2024 წელს ახალი საახალწლო განათებებითა და ილუმინაციებით ხვდება. საახალწლო ილუმინაციები მუნუციპალიტეტს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საჩუქრად გადმოეცა.
სადღესასწაულო ღონისძიება თოვლის ბაბუს და ელფების მსვლელობით დაიწყო, მოეწყობა ფლეშმობი რუსთაველის ქუჩიდან რკინიგზის მიმდებარე სკვერამდე.
საღამოს კულმინაცია საახალწლო კონცერტი გახლდათ. მსმენელის წინაშე თიკა ჯამბურია, ოთო ნემსაძე, ლუკა ზაქარიაძე და ლევან ყანდიაშვილი წარდგნენ. საახალწლო კონცერტი სოფო სვანიძეს მიჰყავდა.
ღონისძიებას სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ბახტაძემ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი - შობა ახალი წელი მიულოცა. "დღეს სამტრედიაში საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. სამტრედია ახალ 2024 წელს ახალი საახალწლო განათებებითა და ილუმინაციებით ხვდება. საახალწლო ილუმინაციები მუნუციპალიტეტს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საჩუქრად გადმოეცა. ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ჩემს სამტრედიელებს და მთელ საქართველოს. მჯერა 2024 წელის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.''- დავით ბახტაძე.
საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები