სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხერიამ დაათვალიერა სოფელ ტოლებში მთის ქანის ჩამოშლის შედეგად დამეწყრილი ტერიტორია. მეწყერმა ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ნაწილობრივ გადაკეტვა გამოიწვია.
უახლოეს მომავალში გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე გადაწყდება თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდა.
უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხევისწყალას მარცხენა სანაპიროზე ჩამოირეცხა ნაპირი და საჭიროა ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა. როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს პროექტი წარდგენილია და მზად არის ექსპერტიზაზე გასასვლელად. ,, გარდა გზისა და ნაპირსამაგრი გაბიონის დაზიანებისა სტიქია შეეხო სოფელ ტოლებში მცხოვრებ მჟავიების ოჯახს. მდინარემ გამოუნგრია მათ სახლის საყრდენი. ყველანაირად ვეცდებით პრობლემა უახლოეს დღეებში მოვაგვაროთ „ –განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ.